სეზონის პიკამდე განვაახლეთ სამაცივრე სიმძლავრე და გავაძლიერეთ რეფრიჟერატორების გრაფიკი. მიზანი ერთია: პროდუქტი შეფუთვიდან დახლამდე ინარჩუნებდეს სტაბილურ 2–4°C-ს.
შეფუთვისთანავე პროდუქცია გადადის სამაცივრე კამერაში, შემდეგ — სამაცივრე ტრანსპორტში. სიცივის ჯაჭვი არ წყდება — სწორედ ამიტომ ფოთოლი ხრაშუნას და სიახლეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
ეს განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HoReCa-სა და მარკეტებისთვის, სადაც სტაბილური მიწოდება და პროგნოზირებადი ხარისხი ყოველდღიური მოთხოვნაა.
მეტი დეტალი პროცესზე — საწარმოს გვერდზე. შეკვეთისთვის: +995 593 63 63 96.