მთავარ კონტენტზე გადასვლა
რუისი ფრეში
RUISI FRESH

რუისი ფრეში

რუისი · შიდა ქართლი

პრემიუმ სალათის ფოთოლი მინდვრიდან

მზის ამოსვლასთან ერთად მოკრეფილი ბატავია და რომაინი — ახალი, სუფთა და ჩვენივე მიწიდან.

წარმოშობა

რუისი, საქართველო — ჩვენივე მინდვრები და სანერგე

პრემიუმი

ხელით დახარისხებული და ჰიგიენურად შეფუთული

ახალი მოსავალი

დილას მოკრეფილი, იმავე დღეს გზაში

სიახლის დაცვა

სიცივის ჯაჭვი მინდვრიდან დახლამდე

ჩვენი პროდუქცია

ექვსი კულტურა, ერთი სტანდარტი

სალათის ფოთოლი და ბოსტნეული, რომელიც ერთსა და იმავე დღეს გადის მინდვრიდან ცეხში და ცეხიდან თქვენს დახლამდე.

ეკო სუფთა
BATAVIA

ბატავია

ხრაშუნა, ტალღოვანი ფოთოლი რბილი გემოთი. კარგად იჭერს ფორმას სალათებსა და ბურგერებში.

  • შეფუთვა300 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.10
  • მინ. შეკვეთა100
ეკო სუფთა
ROMAINE

რომაინი

მკვრივი, წაგრძელებული თავი მაგარი ღერით — კლასიკური არჩევანი „კეისრის“ სალათისთვის.

  • შეფუთვა300 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.10
  • მინ. შეკვეთა100
ეკო სუფთა
ICEBERG

აისბერგი

წვნიანი და ხრაშუნა თავი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სიმკვრივეს — HoReCa-ს ფავორიტი.

  • შეფუთვა300 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.10
  • მინ. შეკვეთა100
ეკო სუფთა
LOLLA ROSA

ლოლა როზა

ხუჭუჭა, მუქი წითელი ფოთოლი მსუბუქი სიმწკლარტით — ფერს მატებს ნებისმიერ სალათს.

  • შეფუთვა300 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.10
  • მინ. შეკვეთა100
ეკო სუფთა
BROCCOLI

ბროკოლი

მუქი, მჭიდროდ შეკრული თავი. იკრიფება სიმწიფის ზუსტ ფაზაში, რომ არ დაკარგოს ფერი.

  • შეფუთვა500 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.80
  • მინ. შეკვეთა60
ეკო სუფთა
CAULIFLOWER

ყვავილოვანი კომბოსტო

თეთრი, ლაქების გარეშე თავი. ფოთლებით დაცული, რომ მიწოდებამდე შეინარჩუნოს სისუფთავე.

  • შეფუთვა500 გ
  • ერთეულიპაკეტი
  • ფასი (USD)2.80
  • მინ. შეკვეთა60

ფასები EXW რუისი, საქართველო. შესაძლოა შეიცვალოს სეზონისა და მოცულობის მიხედვით.

სრული პრაისის მოთხოვნა ყველა პროდუქტი
ჩვენი საწარმო

მინდვრიდან ცეხამდე — ერთ ადგილას

სანერგე, ღია მინდვრები, სარეცხ-დამხარისხებელი ხაზი და მაცივარი ერთ ტერიტორიაზეა. ამიტომ პროდუქტს ზედმეტი გზა არ უწევს.

ჩვენს შესახებ

ოჯახური მეურნეობა, რომელიც საქართველოს ასაზრდოებს

რუისი · შიდა ქართლი სადაც მზე და მთის წყალი ერთმანეთს ხვდება
გუნდი მინდორში

რუისი ფრეში რუისის მინდვრებში დაიბადა — იქ, სადაც შიდა ქართლის მზე და მთის წყალი ხვდება ერთმანეთს. ჩვენ ჩითილიდან შეფუთვამდე მთელ ციკლს თვითონ ვმართავთ, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია ხარისხზე პასუხი ვაგოთ.

სრული ციკლი

სანერგე → მინდორი → ცეხი → მიწოდება — ყველაფერი ჩვენს ხელშია

სუფთა აგრონომია

პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების გარეშე

სტაბილური მიწოდება

სტაბილური მოცულობა სეზონის განმავლობაში

ადგილობრივი საქმე

ადგილობრივი დასაქმება რუისსა და მიმდებარე სოფლებში

0კულტურა წარმოებაში
0ჰექტარი სასოფლო ფართობი
0პარტნიორი მარკეტი და რესტორანი
0თვე აქტიური მოსავალი

გაიგე მეტი ჩვენს ისტორიაზე, პროცესსა და გეგმებზე.

ჩვენს შესახებ
როგორ მოგვყავს

ხუთი ნაბიჯი თესლიდან თქვენს დახლამდე

ყოველ ეტაპზე ერთი კითხვა გვაქვს: შეიძლება თუ არა ბავშვმა ეს ურეცხავად დააგემოვნოს? სანამ პასუხი „დიახ“ არ არის, პროდუქტი წინ არ მიდის.

თესლი და ჩითილი

ჩითილს საკუთარ სანერგეში ვზრდით შემოწმებული თესლიდან. ასე ზუსტად ვიცით, რა შედის მიწაში — და რა არა.

საკუთარი სანერგე

დარგვა და მოვლა

წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის როტაცია და ბიოლოგიური დაცვა. ქიმიური შესხურების ნაცვლად — აგროტექნიკა და ხელით სამუშაო.

წვეთოვანი მორწყვა

მოკრეფა დილის სიგრილეში

ვკრეფთ მზის ამოსვლასთან, სანამ ფოთოლი გახურდება. სწორედ ამიტომ ის რამდენიმე დღით უფრო ხრაშუნა რჩება.

06:00 – 10:00

დახარისხება და შეფუთვა

ცეხში პროდუქტი ირეცხება სუფთა წყლით, ხელით ირჩევა და იფუთება სურსათის შეფუთვაში.

ფასოვნა 300 გ / 500 გ

სიცივის ჯაჭვი და მიწოდება

შეფუთული პროდუქცია მაშინვე გადადის მაცივარში და სამაცივრე ტრანსპორტით მიემგზავრება მუდმივი 2–4°C-ით.

იმავე დღეს გზაში
ხარისხი და უსაფრთხოება

ქიმიას არ ვიყენებთ. და ეს შემოწმებადია.

გაიტანეთ ჩვენი პროდუქტი ნებისმიერ ლაბორატორიაში — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. შედეგი ყოველთვის ერთია: სუფთა, ჯანსაღი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი პესტიციდის ნარჩენების გარეშე.

ლაბორატორიული შემოწმება

მზად ვართ ნებისმიერი დამოუკიდებელი ტესტისთვის — ნიმუშს პარტნიორს პირველივე მოთხოვნაზე გადავცემთ.

0 პესტიციდი

ზრდის სტიმულატორები და ქიმიური წამლები ჩვენს აგროტექნიკაში საერთოდ არ გამოიყენება.

მიკვლევადობა

ყოველი პარტია მიბმულია მინდორსა და მოკრეფის თარიღზე — წარმოშობა ყოველთვის დადგენადია.

სად გვიპოვით

ჩვენი პროდუქცია მაღაზიებსა და სამზარეულოებში

ვმუშაობთ სუპერმარკეტების ქსელებთან, რესტორნებთან, საბითუმო ბაზებთან და ონლაინ მაღაზიებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

თბილისი
ქუთაისი
ბათუმი
რუსთავი
გორი
ქარელი
სუპერმარკეტებირეგულარული მიწოდება ქსელის ობიექტებში
რესტორნები და HoReCaყოველდღიური შეკვეთა ფიქსირებული ფასით
საბითუმო და ექსპორტიდიდი მოცულობები, EXW ან მიწოდებით
ხშირად დასმული კითხვები

რაც ყველაზე ხშირად გვეკითხებიან

თუ პასუხს ვერ ნახავთ — დაგვიკავშირდით და იმავე დღეს გიპასუხებთ.

მინდვრები, სანერგე და საწარმო ერთ ტერიტორიაზეა — რუისში, ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლში. აქედან ვაკონტროლებთ მთელ ციკლს: ჩითილიდან მოკრეფამდე და შეფუთვიდან მიწოდებამდე.

პარტნიორებს სურვილის შემთხვევაში ადგილზე ვიწვევთ — შეგიძლიათ ნახოთ მინდვრები, ცეხი და სამაცივრე საწყობი რეალურ პირობებში.

რუისი · შიდა ქართლი · საქართველო

არა. ჩვენი აგროტექნიკა საერთოდ არ მოიცავს ქიმიურ წამლებსა და ზრდის სტიმულატორებს. ნიადაგის მოვლა, წვეთოვანი მორწყვა და ბიოლოგიური დაცვა ჩვენი ძირითადი მეთოდებია.

პროდუქტი შეგიძლიათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შეამოწმოთ — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ნიმუში გადავცეთ პირველივე მოთხოვნაზე.

0 პესტიციდი · ლაბორატორიულად შემოწმებადი

მოსავალს ვკრეფთ დილის სიგრილეში — ჩვეულებრივ 06:00–10:00 საათებში — სანამ ფოთოლი გახურდება. იმავე დღეს ხდება დახარისხება, შეფუთვა და გაგზავნა.

უმეტეს შემთხვევაში პროდუქტი იმავე დღეს ხვდება დახლზე ან სამზარეულოში. ტრანსპორტირება მიმდინარეობს სამაცივრე მანქანით, მუდმივი 2–4°C-ის დაცვით.

მოკრეფა → შეფუთვა → მიწოდება · იმავე დღეს

სალათის ფოთოლზე (ბატავია, რომაინი, აისბერგი, ლოლა როზა) მინიმუმია 100 პაკეტი — თითო 300 გრამი. ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოზე — 60 პაკეტი, თითო 500 გრამი.

დიდ მოცულობებზე, რეგულარულ კონტრაქტზე ან შერეულ ასორტიმენტზე ფასსა და პირობებს ინდივიდუალურად ვთანხმდებით. მოგვწერეთ საჭირო მოცულობა და მივაწვდით აქტუალურ პრაისს.

100 პაკეტი სალათი · 60 პაკეტი ბროკოლი/კომბოსტო

დიახ. ჩვენივე სანერგეში მომზადებული ჩითილი სეზონურად იყიდება — იგივე სტანდარტით, რითაც საკუთარ მინდვრებს ვრგავთ.

რაოდენობა შეზღუდულია სეზონის მიხედვით, ამიტომ ჯიშები და მოცულობა წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. დაგვიკავშირდით და გეტყვით რა არის ხელმისაწვდომი ახლა.

საკუთარი სანერგე · სეზონური ჯავშანი

დიახ. ვმუშაობთ ქსელურ სუპერმარკეტებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, HoReCa სეგმენტთან და საბითუმო ბაზებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.

მიწოდება ხდება ხელშეკრულებით და ფიქსირებული გრაფიკით — ყოველდღიური ან კვირის რამდენიმე რეისით, თქვენი მოთხოვნის მიხედვით. ფასი და მოცულობა წინასწარ იცით.

Retail · HoReCa · Wholesale

შეფუთვისთანავე პროდუქცია გადადის სამაცივრე კამერაში. შემდეგ იტვირთება რეფრიჟერატორში და მთელი გზის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურ 2–4°C ტემპერატურას.

სიცივის ჯაჭვი არ წყდება მოკრეფიდან დახლამდე — სწორედ ამიტომ ფოთოლი ხრაშუნას და სიახლეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს.

სიცივის ჯაჭვი 2–4°C · უწყვეტი

დიახ, ექსპორტი შესაძლებელია. საიტზე მითითებული ფასები არის EXW რუისი პირობით — ანუ პროდუქტი მზად არის ჩვენს საწარმოში გასატანად.

ექსპორტის პირობები, ლოგისტიკა, მოცულობა და დოკუმენტაცია ინდივიდუალურად ვთანხმდებით. მოგვწერეთ ქვეყანა და სასურველი მოცულობა — გამოგიგზავნით შეთავაზებას.

EXW რუისი · ინდივიდუალური პირობები
სიახლეები

რა ხდება მინდორში

მოსავალი, წარმოება და სეზონური განახლებები — პირდაპირ რუისიდან.

ყველა სიახლე
სოციალური ქსელები

ყოველდღე მინდვრიდან — პირდაპირ ინსტაგრამში

@ruisifresh
გამოგვყევი ინსტაგრამზე
კონტაქტი

მოგვწერეთ და ფასს იმავე დღეს გამოგიგზავნით

მიუთითეთ სასურველი პროდუქცია და მოცულობა — დაგიბრუნებთ განახლებულ პრაისს, მიწოდების პირობებსა და ვადებს.

ტელეფონი+995 593 63 63 96
ელ. ფოსტაinfo@ruisifresh.ge
მისამართირუისი, ქარელის მუნიციპალიტეტი, საქართველო
სამუშაო საათებიორშ – შაბ · 09:00 – 19:00
მადლობა! მალე დაგიკავშირდებით.

ფორმის გაგზავნით თანხმდებით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

იგზავნება…