რუისი ფრეში
რუისი · შიდა ქართლი
პრემიუმ სალათის ფოთოლი მინდვრიდან
მზის ამოსვლასთან ერთად მოკრეფილი ბატავია და რომაინი — ახალი, სუფთა და ჩვენივე მიწიდან.
რუისი, საქართველო — ჩვენივე მინდვრები და სანერგე
ხელით დახარისხებული და ჰიგიენურად შეფუთული
დილას მოკრეფილი, იმავე დღეს გზაში
სიცივის ჯაჭვი მინდვრიდან დახლამდე
სალათის ფოთოლი და ბოსტნეული, რომელიც ერთსა და იმავე დღეს გადის მინდვრიდან ცეხში და ცეხიდან თქვენს დახლამდე.
ეკო სუფთა
ხრაშუნა, ტალღოვანი ფოთოლი რბილი გემოთი. კარგად იჭერს ფორმას სალათებსა და ბურგერებში.
ეკო სუფთა
მკვრივი, წაგრძელებული თავი მაგარი ღერით — კლასიკური არჩევანი „კეისრის“ სალათისთვის.
ეკო სუფთა
წვნიანი და ხრაშუნა თავი, რომელიც დიდხანს ინარჩუნებს სიმკვრივეს — HoReCa-ს ფავორიტი.
ეკო სუფთა
ხუჭუჭა, მუქი წითელი ფოთოლი მსუბუქი სიმწკლარტით — ფერს მატებს ნებისმიერ სალათს.
ეკო სუფთა
მუქი, მჭიდროდ შეკრული თავი. იკრიფება სიმწიფის ზუსტ ფაზაში, რომ არ დაკარგოს ფერი.
ეკო სუფთა
თეთრი, ლაქების გარეშე თავი. ფოთლებით დაცული, რომ მიწოდებამდე შეინარჩუნოს სისუფთავე.
ფასები EXW რუისი, საქართველო. შესაძლოა შეიცვალოს სეზონისა და მოცულობის მიხედვით.
სრული პრაისის მოთხოვნა ყველა პროდუქტი
გუნდი მინდორში
რუისი ფრეში რუისის მინდვრებში დაიბადა — იქ, სადაც შიდა ქართლის მზე და მთის წყალი ხვდება ერთმანეთს. ჩვენ ჩითილიდან შეფუთვამდე მთელ ციკლს თვითონ ვმართავთ, რადგან მხოლოდ ასე შეგვიძლია ხარისხზე პასუხი ვაგოთ.
სანერგე → მინდორი → ცეხი → მიწოდება — ყველაფერი ჩვენს ხელშია
პესტიციდებისა და ზრდის სტიმულატორების გარეშე
სტაბილური მოცულობა სეზონის განმავლობაში
ადგილობრივი დასაქმება რუისსა და მიმდებარე სოფლებში
გაიგე მეტი ჩვენს ისტორიაზე, პროცესსა და გეგმებზე.
ჩვენს შესახებყოველ ეტაპზე ერთი კითხვა გვაქვს: შეიძლება თუ არა ბავშვმა ეს ურეცხავად დააგემოვნოს? სანამ პასუხი „დიახ“ არ არის, პროდუქტი წინ არ მიდის.
ჩითილს საკუთარ სანერგეში ვზრდით შემოწმებული თესლიდან. ასე ზუსტად ვიცით, რა შედის მიწაში — და რა არა.
საკუთარი სანერგეწვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის როტაცია და ბიოლოგიური დაცვა. ქიმიური შესხურების ნაცვლად — აგროტექნიკა და ხელით სამუშაო.
წვეთოვანი მორწყვავკრეფთ მზის ამოსვლასთან, სანამ ფოთოლი გახურდება. სწორედ ამიტომ ის რამდენიმე დღით უფრო ხრაშუნა რჩება.
06:00 – 10:00ცეხში პროდუქტი ირეცხება სუფთა წყლით, ხელით ირჩევა და იფუთება სურსათის შეფუთვაში.
ფასოვნა 300 გ / 500 გშეფუთული პროდუქცია მაშინვე გადადის მაცივარში და სამაცივრე ტრანსპორტით მიემგზავრება მუდმივი 2–4°C-ით.
იმავე დღეს გზაშიგაიტანეთ ჩვენი პროდუქტი ნებისმიერ ლაბორატორიაში — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. შედეგი ყოველთვის ერთია: სუფთა, ჯანსაღი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტი პესტიციდის ნარჩენების გარეშე.
მზად ვართ ნებისმიერი დამოუკიდებელი ტესტისთვის — ნიმუშს პარტნიორს პირველივე მოთხოვნაზე გადავცემთ.
ზრდის სტიმულატორები და ქიმიური წამლები ჩვენს აგროტექნიკაში საერთოდ არ გამოიყენება.
ყოველი პარტია მიბმულია მინდორსა და მოკრეფის თარიღზე — წარმოშობა ყოველთვის დადგენადია.
ვმუშაობთ სუპერმარკეტების ქსელებთან, რესტორნებთან, საბითუმო ბაზებთან და ონლაინ მაღაზიებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
თუ პასუხს ვერ ნახავთ — დაგვიკავშირდით და იმავე დღეს გიპასუხებთ.
მინდვრები, სანერგე და საწარმო ერთ ტერიტორიაზეა — რუისში, ქარელის მუნიციპალიტეტში, შიდა ქართლში. აქედან ვაკონტროლებთ მთელ ციკლს: ჩითილიდან მოკრეფამდე და შეფუთვიდან მიწოდებამდე.
პარტნიორებს სურვილის შემთხვევაში ადგილზე ვიწვევთ — შეგიძლიათ ნახოთ მინდვრები, ცეხი და სამაცივრე საწყობი რეალურ პირობებში.
რუისი · შიდა ქართლი · საქართველოარა. ჩვენი აგროტექნიკა საერთოდ არ მოიცავს ქიმიურ წამლებსა და ზრდის სტიმულატორებს. ნიადაგის მოვლა, წვეთოვანი მორწყვა და ბიოლოგიური დაცვა ჩვენი ძირითადი მეთოდებია.
პროდუქტი შეგიძლიათ ნებისმიერ დამოუკიდებელ ლაბორატორიაში შეამოწმოთ — საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მზად ვართ ნიმუში გადავცეთ პირველივე მოთხოვნაზე.
0 პესტიციდი · ლაბორატორიულად შემოწმებადიმოსავალს ვკრეფთ დილის სიგრილეში — ჩვეულებრივ 06:00–10:00 საათებში — სანამ ფოთოლი გახურდება. იმავე დღეს ხდება დახარისხება, შეფუთვა და გაგზავნა.
უმეტეს შემთხვევაში პროდუქტი იმავე დღეს ხვდება დახლზე ან სამზარეულოში. ტრანსპორტირება მიმდინარეობს სამაცივრე მანქანით, მუდმივი 2–4°C-ის დაცვით.
მოკრეფა → შეფუთვა → მიწოდება · იმავე დღესსალათის ფოთოლზე (ბატავია, რომაინი, აისბერგი, ლოლა როზა) მინიმუმია 100 პაკეტი — თითო 300 გრამი. ბროკოლსა და ყვავილოვან კომბოსტოზე — 60 პაკეტი, თითო 500 გრამი.
დიდ მოცულობებზე, რეგულარულ კონტრაქტზე ან შერეულ ასორტიმენტზე ფასსა და პირობებს ინდივიდუალურად ვთანხმდებით. მოგვწერეთ საჭირო მოცულობა და მივაწვდით აქტუალურ პრაისს.
100 პაკეტი სალათი · 60 პაკეტი ბროკოლი/კომბოსტოდიახ. ჩვენივე სანერგეში მომზადებული ჩითილი სეზონურად იყიდება — იგივე სტანდარტით, რითაც საკუთარ მინდვრებს ვრგავთ.
რაოდენობა შეზღუდულია სეზონის მიხედვით, ამიტომ ჯიშები და მოცულობა წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. დაგვიკავშირდით და გეტყვით რა არის ხელმისაწვდომი ახლა.
საკუთარი სანერგე · სეზონური ჯავშანიდიახ. ვმუშაობთ ქსელურ სუპერმარკეტებთან, რესტორნებთან, სასტუმროებთან, HoReCa სეგმენტთან და საბითუმო ბაზებთან მთელი საქართველოს მასშტაბით.
მიწოდება ხდება ხელშეკრულებით და ფიქსირებული გრაფიკით — ყოველდღიური ან კვირის რამდენიმე რეისით, თქვენი მოთხოვნის მიხედვით. ფასი და მოცულობა წინასწარ იცით.
Retail · HoReCa · Wholesaleშეფუთვისთანავე პროდუქცია გადადის სამაცივრე კამერაში. შემდეგ იტვირთება რეფრიჟერატორში და მთელი გზის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურ 2–4°C ტემპერატურას.
სიცივის ჯაჭვი არ წყდება მოკრეფიდან დახლამდე — სწორედ ამიტომ ფოთოლი ხრაშუნას და სიახლეს უფრო დიდხანს ინარჩუნებს.
სიცივის ჯაჭვი 2–4°C · უწყვეტიდიახ, ექსპორტი შესაძლებელია. საიტზე მითითებული ფასები არის EXW რუისი პირობით — ანუ პროდუქტი მზად არის ჩვენს საწარმოში გასატანად.
ექსპორტის პირობები, ლოგისტიკა, მოცულობა და დოკუმენტაცია ინდივიდუალურად ვთანხმდებით. მოგვწერეთ ქვეყანა და სასურველი მოცულობა — გამოგიგზავნით შეთავაზებას.
EXW რუისი · ინდივიდუალური პირობებიმოსავალი, წარმოება და სეზონური განახლებები — პირდაპირ რუისიდან.
მიუთითეთ სასურველი პროდუქცია და მოცულობა — დაგიბრუნებთ განახლებულ პრაისს, მიწოდების პირობებსა და ვადებს.